რუსული გაზი და გერმანია

შოლცი: ჩვენ ამ ზამთარს აუცილებლად გადავურჩებით

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ზამთრის სეზონისთვის მზადაა.

"ჩვენ ამ ზამთარს აუცილებლად გადავურჩებით". - თქვა მან ბერლინში, გერმანელ დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრაზე.

შოლცმა აღნიშნა, რომ მთავრობამ წინასწარ გადადგა ნაბიჯები რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამ დროისთვის გერმანული გაზის საცავები 85 პროცენტით არის სავსე, თხევადი ბუნებრივი აირის მიმღები ტერმინალების მშენებლობაც წინ მიდის.

კომენტარები