რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

IAEA-ს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესს მივაღწიეთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვი დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიეს.

"ჩავედი პოლონეთში ღამის მატარებლით უკრაინიდან, რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ. ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას. სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ქმედებები მის დასაცავად". - წერს რაფაელ გროსი.

გასული დღეების განმავლობაში რაფაელ გროსიმ მოლაპარაკებები გამართა კიევსა და მოსკოვში.

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზისორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები