რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთს, სავარაუდოდ, ირანის რევოლუციის გვარდიის წევრები ეხმარებიან

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISWინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წევრებთან კავშირის მქონე პერსონალი ჩაიყვანა, რათა რუს სამხედროებს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed-136-ის გამოყენება ასწავლონ.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ირანელი ინსტრუქტორები ჩაიყვანეს ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქში. ცენტრის ინფორმაციით, ირანელი ინსტრუქტორები უშუალოდ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატებს ტესტავდნენ.

ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს Shahed-136-ს, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და გერანი-2 დაარქვა, რუსული არმია აქტიურად იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ. 

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა საინფორმაციო სივრცემ - კრემლის პროპაგანდისტების, ექსპერტებისა და ბლოგერების შემადგენლობით - მარცხი ძალების დაგვიანებით გაგზავნას დაუკავშირა, ამასთანავე, ღიად აკრიტიკებდა მობილიზაციის დროს განმეორებით ბიუროკრატიულ ჩავარდნებს.

კრემლის სპიკერები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციით რუსეთი გამოიმუშავებდა საკმარის ძალას შეტევითი ოპერაციების განახლებისა და ინიციატივის აღსადგენად. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები