ყირიმის ხიდის აფეთქება

კალაძე ФСБ-ს ბრალდებაზე: სრული სისულელეა, ალბათ, შიდა პიარისთვის სჭირდებათ

ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით... საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი ეხმიანება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დარეგისტრირებულმა სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ბარგი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გადაიტანა და ყირიმის ხიდზე აფეთქდა. 

კომენტარები