ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.48 თეთრით. 12 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7859 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7057 ლარი. დოლარი ევროზე 8 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.83 ლარია, ხოლო ევროსი - 2.76 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.79 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.71 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები