რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეს წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულია — კულება რუსეთის თავდასხმებზე

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის საჰაერო თავდასხმები წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულია.

"რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრი დარტყმა განახორციელეს და დღესაც იმავეს იმეორებენ. ეს წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულია და მიზნად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას ისახავს". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის.

კომენტარები