რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა სარაკეტო დარტყმებზე: მტერი ამ ტკივილისთვის დაისჯება, შურს ვიძიებთ

UNIAN

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის გამო შურს იძიებენ. 

"საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის მსხვერპლი ხალხში და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ". - აღნიშნულია უწყების მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკს რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას ვერავითარი სარაკეტო დარტყმა ვერ გატეხს. 

"ჩვენი გამბედაობა ტერორისტების რაკეტებით ვერასდროს განადგურდება, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის გულს არტყამენ. ისინი ვერც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი ცალსახად ანადგურებენ, რუსეთის მომავალია - თაღლითი, ტერორისტი სახელმწიფოს მომავალი".- წერს მინისტრი. 

უკრაინის შეარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ 41 გაანეიტრალა. 

10 ოქტომბერის დილას უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. შსს-ს ცნობით, პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ღამით რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს – შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე. რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეც დაბომბეს – საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 მოქალაქე.  აფეთქებების ხმა ისმის დენპროში, ლვოვში, ხარკოვში. 

 

კომენტარები