ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

paknewspage.com

ხვალ, 10 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), ბალანჩინის, ლუბლიანას, შალვა ერისთავის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, სოფელი წავკისის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჭირნახულის, თვალჭრელიძის, 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთის, თრიალეთის, გახოკიძის, წულუკიძის და ორბელების ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გეთიას, ჯანელიძის, ივერიელის, კასპის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ჩახრუხაძის, ყავლაშვილის, შავთელის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების  მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების  მოსახლეობას.  

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, მანჯგალაძის, ხუდადოვის, ზაქრაძის, რკინიგზის, მესხის, სტურუას, არგვეთის და ტყეშელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები