ბოდიში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს? ვერ გავიგე. თუ ეს აუცილებლობაა, კი ბატონო, შესაბამისი ტექნოლოგიები განვითარებულია, რომ პირდაპირ ჩართონ და დაკითხონ, პრობლემა არ არის. მითუმეტეს, თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი. ის არის კლინიკაში, სადაც მკურნალობს და რეაბილიტაციას გადის. ასე რომ, მე მგონია, რომ არ უნდა შევაწუხოთ [...] ეს თვითონ პატიმრისთვის იქნება ცუდი იმიტომ, რომ ხომ ამტკიცებენ და ამბობენ, სუსტად არისო, ახლა უკრაინაში ტრანსპორტირება, თან იქ ომი და უბედურება ხდება და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?
მიხეილ სააკაშვილი
ზარქუა სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე: თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის, არ შევაწუხოთ
tbl.ge/65hs
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათთვის საქართველოდან სააკაშვილის გადაცემას ითხოვენ, რათა დაკითხონ დაზარალებულის სახით, 2017 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




