საქართველო-ევროკავშირი

ილია დარჩიაშვილი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალურ შეხვედრას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორუს არაფორმალური შეხვედრა შედგა.

"მინდა, დაგიდასტუროთ, რომ არაფორმალურ გარემოში შედგა სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის. ეს იყო ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი შეხვედრა. აქაც აქცენტები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე, რეფორმების განხორციელების დინამიკაზე და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე". – თქვა დარჩიაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზე იმყოფება. 

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც.

კომენტარები