თეა წულუკიანი

წულუკიანი: დიდი მახინა, რომელიც ივანიშვილს ებრძვის, ვერ ითვალისწინებს ვისთან აქვს საქმე

რატომ აკეთებს შვეიცარიული სისტემა, ასეთი სერიოზული მოწინააღმდეგის შემთხვევაში – ბიძინა ივანიშვილი არაა უბრალო მოწინააღმდეგე – ისეთ რამეს, რაც საბოლოოდ დამთავრდება ივანიშვილის გამარჯვებით და მათი სერიოზული, არამხოლოდ მარცხით – ზიანით. ეს მთლიანად ანგრევს იმ ფილოსოფიას, რაზეც დგას შვეიცარიული სისტეა, რომ ის არის დაცული, ნეიტრალური, რომ იქ თუ შეხვალ, ფიზიკურად დაცული ხარ. ასე იყო ისტორიულად და არაერთი ადამიანი გადარჩენილა ბოროტებისგან შვეიცარიაში შესვლით, თავისი სახსრები განუთავსებია შვეიცარიულ სისტემაში და ამით ყოფილა დაცული. აი ეს რეალობა ინგრევა და რა თქმა უნდა, კითხვას აჩენს.

ეს დავა, დავა სახეზეა, რეალურად სამართლებრივი დავა არაა და უფრო პოლიტიკურ პაექრობას დაემსგავსა და, თითქოს, რაღაც ძალები, ბანკის შიგნითაც და გარეთაც, ერთად თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რომ ეს ყველაფერი აქციონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერკეტად.

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ვერ დავიჩემებ, რომ ბატონ ბიძინას ყველაზე კარგად ვიცნობ, მაგრამ იმას ნამდვილად ვიტყვი, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ და მქონია პატივი მისი თანამებრძოლი ვყოფილიყავი, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ ძალიან სერიოზული პოლიტიკური მეტოქეა, არამედ სამართლებრივ დავაში არ შევიდოდა, რომ არ ჰქონოდა არგუმენტები შეიარაღებაში, რომ არ ყოფილიყო ცამდე მართალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ის ამ საქმეს ასე ნამდვილად არ გაუშვებს და მთავარი მიზანი, როგორც ეს პოლიტიკურ ბრძოლაში იყო, არის ის, რომ მან აჩვენოს რაც არის მისი კრედო, რომ ყველაფერზე მაღლა დგას ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მისი სამშობლოა, და ვერავითარი ფული... რაც არ უნდა დიდი იყოს ეს თანხა, არავის გამოაყენებინებს ამას ბერკეტად, იმისთვის, რომ მან პოზიცია შეიცვალოს და ქართული სახელმწიფო გაწიროს, უარი თქვას იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მთავარია. ეს არის სამშობლო. ფულის გამო კი არა, მახსოვს, მის წინააღმდეგ სიცოცხლის საფრთხეც იყო 2011-12 წლებში და ამის წინაშეც კი არ დაიხია და გაიტანა ბოლომდე, რაც ქვეყნის ინტერესი იყო. რა თქმა უნდა, სიცოცხლესთან ფული მოსატანი არც არის. როგორც ჩანს, ის დიდი ვიღაცა თუ ვიღაცები, ის დიდი მახინა, მანქანა, რომელიც მას ებრძვის, ეს ფაქტია, მას არ ებრძვიან უბრალო ადამიანები, როგორც ჩანს ებრძვის ძალიან დიდი მანქანა. ამ მანქანამ ვერ გაითვალისწინა, თუ ვისთან აქვს საქმე.

ისაუბრა ტელეკომპანია იმედის ეთერში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავაზე. 

კომენტარები