ქართული ოცნება

თალაკვაძე ივანიშვილის დეპუტატებზე: რჩებიან უმრავლესობაში, სხვა შემთხვევაში ენმ გაძლიერდება

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და კონსტიტუციით არის გარანტირებული, შესაბამისად, ცვლილება არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება. მარტივად გავაანალიზოთ რა თქვეს ჩვენმა კოლეგებმა და რა ნაბიჯები გადადგეს. მათ თქვეს, რომ აქვთ განსხვავებული მოსაზრება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მთელ რეგიონშია აქტუალური და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ პარტიის რიგები.

ეს ადამიანები რჩებიან უმრავლესობაში, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში უმრავლესობა დაიშლება და ამას მოჰყვება შემდგომი პროცესები, რაც არ არის სასურველი. ეს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მტრებს გაუხარდებათ

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ PalitraNews-ის ეთერში.

კომენტარები