ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში

რუსეთში მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსი სამხედროები სამობილიზაციო პუნქტთან
Reuters

რუსეთში, პენზის ოლქში, მობილიზაციისგან თავის არიდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ეს არის ამ ტიპის პირველი საქმე, რომლიც ცნობილი გახდა. 

ჩიკოვის თანახმად, 32 წლის ბრალდებულმა სამხედრო კომისარიატში უწყების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც დააკავეს ომონის ძალის დახმარებით. ის უკვე მეორე დღეა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 5 ოქტომბერს უნდა იმსჯელოს.

ჩიკოვის თქმით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი მხოლოდ ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შემთხვევაში გამოიყენება, მობილიზაციისგან თავის არიდება ამ მუხლის მიხედვით დასჯად ქმედებებს არ განეკუთვნება.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები