რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები ლუგანსკზე მეტად აინტერესებს

Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომ არ გაძლიერდეს დაუცველი ფრონტის ხაზები კუპიანსკის ან ლიმანის გარშემო, სამხედრო მეთაურების ნაცვლად პუტინმა მიიღო

ანალიტიკოსების თანახმად, პუტინს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები ლუგანსკზე მეტად აინტერესებს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა საინფორმაციო სივრცემ - კრემლის პროპაგანდისტების, ექსპერტებისა და ბლოგერების შემადგენლობით - მარცხი ძალების დაგვიანებით გაგზავნას დაუკავშირეს, ამასთანავე, ღიად აკრიტიკებდა მობილიზაციის დროს განმეორებით ბიუროკრატიულ ჩავარდნებს.

კრემლის სპიკერები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციით რუსეთი გამოიმუშავებდა საკმარის ძალას შეტევითი ოპერაციების განახლებისა და ინიციატივის აღსადგენად. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები