რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ზელენსკის NATO-ში სწრაფად გაწევრიანება სურს, ბიჭი აშკარად გაგიჟდა

დმიტრი მედვედევი
ТАСС

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის სიტყვებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებით ზელენსკი ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაჩქარებას სთხოვს. მედვედევი ამის შესახებ საკუთარ Telegram-ზე წერს

"ჩვენთან ზეიმია. მათთან: მძიმე ნარკოტიკები, დემენცია, ცინიზმი.

ზელენსკის NATO-ში სწრაფად გაწევრიანება სურს - შესანიშნავი იდეაა, უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომი. ბიჭი აშკარად გაგიჟდა". - წერს მედვედევი. 

იგი ასევე გამოეხმაურა სტოლტენბერგის განცხადებას - NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თუკი უკრაინა ომს შეწყვეტს, როგორც სახელმწიფო, გაქრება. ამის საპასუხოდ, მედვედევი წერს:

"რა ცინიკური ბიჭია [სტოლტენბერგი] - საბოლოოდ თუ არ გაჩერდება, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება". - წერს მედვედევი. 

გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.

"ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადზე ხელმოწერით". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები