რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს

დე ფაქტოდ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-სკენ. დე ფაქტოდ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთქმედების ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

დღეს უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ეს დე იურედ მოხდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენი მთელი საზოგადოების დაცვის ჩვენებურ მნიშვნელობას. დაჩქარებული წესით.

ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადზე ხელმოწერით.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები