საზოგადოებრივი მაუწყებელი

ორწლიანი მცდელობების და ფასდაკლებების შემდეგ, საზმაუს შენობა 68 მილიონ ლარად გაიყიდა

ტაბულა

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად (დაახლოებით 23 მილიონი დოლარი) გაიყიდა. მაუწყებლის კუთვნილი ქონება - 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები აუქციონზე პირველ სექტემბერს გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის მყიდველი.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიწის ნაკვეთის და შენობების გაყიდვა არაერთხელ სცადა. პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის ეკვივალენტი ლარში (მაშინდელი კურსით 122 მილიონ ლარზე მეტი) საწყისი ღირებულებით 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარე არ აღმოჩნდა და აუქციონი არ შედგა;

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად გაიიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა. შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ რამდენჯერმე დააკლო ფასი და ჯერ 32.4 მილიონად, შემდეგ კი - 24 მილიონ დოლარად სცადა გაყიდვა. 


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში დასრულდება. 

კომენტარები