რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის $12.3 მილიარდით დახმარებასაც მოიცავს

აშშ-ს სენატმა მიიღო კანონპროექტი მოკლევადიან სახელმწიფო დაფინანსებაზე, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის თავდაცვისა და ეკონომიკის დარგებში $12.3 მილიარდით დახმარებასაც. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 72-მა სენატორმა. 25 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, რომლის კენჭისყრაც პარასკევს, 30 სექტემბერს გაიმართება, შემდეგ კი მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

კანონპროექტის მიღებით შეთანხმებული იქნება სახელმწიფოს ბიუჯეტი 30 სექტემბრიდნა 16 დეკემბრამდე.

ბიუჯეტი ასევე  ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, უკრაინას საწყობებიდან 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდოს.

კომენტარები