ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

სარჯველაძე ლუკაშენკოზე: საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება

რა თქმა უნდა, საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება და ამას, ბუნებრივია, ვერცერთ შემთხვევაში შემწყნარებლურად ვერ მივუდგებით. აქედან გამომდინარე, რის შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება, ამის თქმა მე ახლა, წინასწარ, რა თქმა უნდა, გამიჭირდება, ეს ყველას გაუჭირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს ის პროცესია, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და რასაკვირველია, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ სხვამაც უკან დაიხიოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

კომენტარები