ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

პესკოვის თქმით, პუტინსა და ლუკაშენკოს აფხაზეთის მინსკის მიერ აღიარება არ განუხილავთ

TASS

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ გასულ დღეებში, როდესაც ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ, მინსკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის დროს თქვა, რომ მან და პუტინმა ბევრი იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს" და "რუკიდან ვერ გააქრობენ" სანქციების მეშვეობით, ასევე, მისი თქმით, აფხაზეთი "არ უნდა მიატოვონ" და დაეხმარონ.

ლუკაშენკო აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ეკონომიკურ ურთიერთობას, "მეგიბრობის ხიდსა" და "სერიოზულ ურთიერთობას" ჰპირდება.

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები