ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

სააკაშვილი ლუკაშენკოს: იფიქრე, რომ ნიკოლაშკას [შვილს] ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!

ახლა ჯერ კიდევ გაქვს შანსი, გამოხვიდე სიტუაციიდან. თუ შენ აღიარებ აფხაზეთს და, განსაკუთრებით, თუ შენი ტერიტორიიდან იქნება მცდელობა უკრაინაში მორიგი შეჭრის, მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა, უნდა იცოდე, რომ ეს დასასრულია! მე ვნახე ნიკოლაშკას ფოტოები, ის უბრალოდ ლამაზია. იმაზე იფიქრე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!

მიმართავს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის დიქტატორ პრეზიდენტს, ოლექსანდრ ლუკაშენკოს. გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

კომენტარები