ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

კლეიტონი ლუკაშენკოზე: მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მორიგი პროვოკაციის ფონზე

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე.

წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი. გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

კომენტარები