ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

ლუკაშენკო: მე და პუტინი მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ

ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. დიდი ხნის წინ, შეიძლება 25-27 წლის ვიქნებოდი, როცა ამ წმინდა მიწაზე ჩამოვედი. ბუნებრივია, [მაშინ] პრეზიდენტი არ ვიყავი. შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, პარლამენტის დეპუტატი. გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან (პუტინთან) განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს, გვიანობამდე. ის აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეში ძალიან ჩართულია. მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლიან, ვერანაირი სანქცია ვერ შეძლებს ამას, ხოლო აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ და დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, ხალხმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ნორმალურად იცხოვრონ...

რუსეთი მზადაა მხარში ამოსადგომად. ალბათ, მოვიდა დრო. დღეს ჩვენ, ისე როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ წყნაარად ცხოვრებას არ გვაცდიან. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამტკიცოთ.

აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას ვებგვერდის ცნობით, თქვა ბელარუსის დიქტატორმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მარიონეტ ლიდერთან შეხვედრის დროს.

კომენტარები