საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

კალაძე: პირობას გაძლევთ, საზ. ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება

დღეს გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, რატომ არის გადაადგილება დედაქალაქში პრობლემური. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ, გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს და პირობას გაძლევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება. 

თბილისის მერი კახა კალაძე. 

კომენტარები