BIAFF

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული უკრაინული ფილმი KLONDIKE გახდა

Klondikemovie

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. ჟიურიმ გრანპრი მარინა ერ გოლუბიჩის ფილმს Klondike გადასცა.

Klondike უკრაინისა და თურქეთის ერთობლივი პროექტია. სურათის მთავარი გმირი ირკა უკრაინის ოკუპირებულ მხარეში ცხოვრობს, რომელიც რუსული ჯარის შემოსვლის შემდეგ სოფლის დატოვებაზე უარს ამბობს.

წლევანდელი BIAFF-ის ჟიურის წევრები იყვნენ ლეხ მაიევსკი(პოლონეთი, ჟიურის თავმჯდომარე), კარმენ გრეი(გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია, გელა ბაბლუანი. მთავარ კატეგორიებში გამარჯვებული ფილმების სია კი ასე გამოიყურება:

გრანპრი

Klondike

საუკეთესო რეჟისურა

მარინა ერ გორბაჩი, Klondike

საუკეთესო მსახიობი კაცი

ამირ აგაე, The Four Walls

საუკეთესო მსახიობი ქალი

მარიამ ხუნდაძე, ჩემი ოთახი

ჟიურის სპეციალური პრიზი

Herd Immunity

ჩემი ოთახი

გამარჯვებულების სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.

ტრადიციული ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა.

კომენტარები