BIAFF

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ბათუმში რიგით მე-18 საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) დასრულდა. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს.

BIAFF-ის მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმების სექციაში გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ფილმი

კრიტიკული ზონა, რეჟ. ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია

საუკეთესო რეჟისორი

თინათინ ყაჯრიშვილი ფილმისთვის მოქალაქე წმინდანი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი

საუკეთესო მსახიობი ქალი

ეკა ჩავლეიშვილი ფილმისთვის შაშვი, შაშვი, მაყვალი, საქართველო/შვეიცარია

საუკეთესო მსახიობი კაცი

მიშელ ჟურავსკი ფილმისთვის ნატეხები, პოლონეთი

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა

შაშვი, შაშვი, მაყვალი, რეჟ. ელენე ნავერიანი, საქართველო/შვეიცარია

BIAFF-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში გამარჯვებულები არიან

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

გარდაცვლილი ქორწინება, რეჟ. მიხაელ ტოჩეკი, პოლონეთი, 

ჟიურის სპეციალური დიპლომი

იხვებზე ნადირობა, რეჟ. გიორგი ქობალია, საქართველო

ბათუმის კინომოყვარულთა კლუბის ჟიურიმ სპეციალური ჯილდოები გადასცა ფილმს მოქალაქე წმინდანი და რეჟისორ ბეატა ძიანოვიჩს ფილმისთვის ნატეხები.

BIAFF-ის საპატიო ჯილდოები გადაეცათ მსახიობ ზურა ყიფშიძეს, მომღერალ გიული ჩოხელს და ოპერატორ რევაზ მახათაძეს.

კომენტარები