ლარი დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.03 თეთრით გამყარდა. 28 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8385 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7349 ლარი. დოლარი ევროზე 10.4 თეთრით ძვირი ღირს.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.77 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.
24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.