ქართული ოცნება

წულუკიანი: 10 წელია პარლამენტში დავდივარ და ასეთი გაპარტახებული ოპოზიცია მე არ მინახავს

მინისტრის საათის გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ 10 წელია პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული, განულებული ოპოზიცია მე არ მინახავს. არა არგუმენტი, არა მობილიზება, არა გუნდურობა, არა კოორდინაცია. მე მახსოვს მინისტრის საათები, როცა უმწვავესი დებატები იყო ჩემთან მიმართებით, მაგრამ რომ გამოიხედავდი ოპოზიციის ფლანგზე, მათ ჰქონდათ ნამუშევარი, ყველას ჰქონდა თავისი კითხვა, ყველას ჰქონდა თავისი პასუხი.

[...] არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა, არ ველოდები.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 23 სექტემბერს დეპუტატებმა წულუკიანს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.

კომენტარები