ლარის კურსი

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7618 ლარია, 1 დოლარის – 2.8286

ლარი დოლართან მიმართებით 0.86 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 4.18 თეთრით. 23 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8286 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7618 ლარი. დოლარი ევროზე 6.7 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.81 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.76 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები