ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ტურისტი ემსხვერპლა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 6 პირი კი დაშავდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 6 დაშავებული ადამიანიდან 4 სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკებში გადაიყვანა, 2 მათგანს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია. 

კომენტარები