ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.81 თეთრით. 22 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8372 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8037 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.85 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.81 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები