ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.64 თეთრით. 21 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.8426 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8218 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.85 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.83 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები