თაღლითობა

აშშ-ში ბრალი წაუყენეს 47 ადამიანს, რომლებმაც დახმარების პროგრამებიდან $250 მილიონი მიითვისეს

არასამთავრობო ორგანიზაციის Feeding Our Future დამფუძნებელი, ეიმი ბოკი

ამერიკელმა პროკურორებმა 47 ადამიანს კორონავირუსთან დაკავშირებულ თაღლითობის სქემაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს.

ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ სახელმწიფო დახმარების პროგრამებიდან 250 მილიონი აშშ დოლარის მოპარვაში. დახმარების პროგრამის მიხედვით, მთავრობის მიერ გამოყოფილი ფული პანდემიის დროს, საჭიროების მქონე ბავშვების გამოსაკვებად უნდა დახარჯულიყო.

ბრალდებულებმა კი, სავარაუდოდ, მოპარული ფული უძრავი ქონების, მანქანების და სხვა ტიპის ფუფუნების საგნების შეძენაში დახარჯეს.

თაღლითური სქემის ორკისტრირებაში ბრალი ედება ქალაქ მინესოტაში დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას Feeding Our Future. მისი დამფუძნებელი, ეიმი ბოკი კი რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ამ დრომდე უარყოფს.

ეიმი ბოკის ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან უდანაშაულობას ინარჩუნებს. საბრალდებო ოქმი კი ამ ეტაპზე "უბრალოდ სისხლის სამართლის პროცესის დასაწყისს და ფაქტებით არგამყარებულ ბრალდებას" წარმოადგენს.

FBI-ის დირექტორი, კრისტოფერ ვრეი ზემოხსენებული "შოკისმომგვრელი სქემა" ამ დრომდე აღმოჩენილ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემებს შორის ყველა მასშტაბურია.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილები ბრალებულები არიან ჩეკების გამოწერაში იმ საკვებზე, რომელიც არ გადაუციათ ადრესატებისთვის, რადგან ისინი [ადრესატები] უბრალოდ არ არსებობდნენ.

მათივე ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაულისთვის გამოიყენეს აშშ-ს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, კერძო რესტორნებს შეეძლოთ მოეთხოვათ დაფინანსება, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით საკვების გავრცელებისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა სხვადასხვა დისტრიბუციის პუნქტების დაფინანსების მიზნით, Feeding Our Future-ის თანამშრომლები მოისყიდეს.

ზემოხენებული საკვების დისტრიბუციის პუნქტები, რომლებიც ხშირ შემთვევაში რამდენიმე დღის ან კვირის წინ იყო შექმნილი, აცხადებდნენ, რომ ყოველდღიურად მომსახურეობას უწევდნენ ათასობით საჭიროების მქონე ბავშვს. ამის დასამტკიცებლად კი შესაბამის დოკუმენტებში ბავშვების ყალბ სახელ-გვარებს იყენებდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბრალდებულებმა მოპარული თანხით ძვირადღირებული მანქანები შეიძინეს, ასევე უძრავი ქონება აშშ-ში, კენიასა და თურქეთში, ფულის ნაწილი კი მოგზაურობაში დახარჯეს.

ეჭვმიტანილებს ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და მექრთამეობაში ედებათ.

კომენტარები