საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

წილოსანი: სადგურის მეტროში რიგის პრობლემაა, საცობს მგზავრები ქმნიან, ზოლში არ დგებიან

მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროს თან დაკავშირბით შესასვლელის პრობლემა. შესასვლელთან არის რიგები, თორე მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა და ვერ შევიდნენ.  

ანალოგიურია სადგურის მოედანზე, სამწუხაროდ, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, რიგის პრობლემაა და შესაბამისად, საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან. 

ამბობს მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი. 

კომენტარები