ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.18 თეთრით. 20 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8462 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8482 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.895 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის და ევროს შეძენა 2.85 ლარად შეგიძლიათ.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები