საქართველოს ბანკის დაყაჩაღება

ბოკერია თავდამსხმელზე: წინა შემთხვევის წარმატებად გამოცხადებამ – ახალი წაახალისა

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის დანაშაული ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, დალაგებულ ქვეყნებშიც და ასეთ ვითარებაში ყველასგან აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ვუსურვოთ ყველა მძევალს მშვიდობიანი განთავისუფლება, მაგრამ ამასთან ერთად დამნაშავის დასჯაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ კი რამე ფაქტორი არის ამ ტიპის დანაშაულების წახალისების ამ რეჟიმის მხრიდან წინა შემთხვევის წარმატებად გამოცხადებაა.

ესებუას ამბავი, თუ გახსოვთ სამთავრობო პროპაგანდამ მონათლა წარმატებად, მხოლოდ იმიტომ რომ მძევლები განთავისუფლდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე აღებულად ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ფაქტი, რომ ამ ყველაფრის შედეგად კრიმინალმა წამრატებას მიაღწია, არ შეიძლება რეჟიმის მხრიდან განხილულიყო, როგორ წარმატებული ინფორმაცია.

თუ ასეთი გზავნილი აქვს იმას, ვისაც აქვს ძალაუფლება, რომ პლუსად ჩაითვლის და დაკმაყოფილდება იმით რომ კრიმინალმა საფრთხის შექმნით მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიიტაცა სხვისი ქონება, ეს არის გზავნილი ყველა შემდგომი კრიმინალისთვის, რომ ამ რეჟიმს ასეთი მოდუსი აქვს, კმაყოფილდება იმით რომ უბრალოდ არ შეექმნა იმწამიერი პრობლემა მსხვერპლის არ დაშვებით.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქუთაისში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანას. ქუთაისში, საქართველოს ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელსაც 12 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. აღნიშნული პიროვნება 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.

კომენტარები