ქუთაისში, ბანკში მყოფ შეიარაღებულ პირს 12 მძევალი ჰყავს

TV პირველი/კადრი ვიდეოდან

ქუთაისში, ბანკში მყოფ შეიარაღებულ პირს 12 მძევალი ჰყავს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. თავდამსხმელი ორ მილიონ დოლარს ითხოვს და ეს მოთხოვნა ერთერთ მძევალს, პირდაპირ ეთერში გამოაცხადებინა.

"სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს" - აცხადებს შსს. 

კომენტარები