საქართველოს ბანკის დაყაჩაღება

"$1.5 მილიონი, ორის გარდა ყველას გავუშვებო" – ბანკზე თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა

ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამხსმელმა მოთხოვნები შეცვალა. ერთ-ერთი მძევლის მიმარვა სოციალურ ქსელში ვრცელდება. მისი თქმით, თავდამსმელი 1.5 მილიონ დოლარს ითხოვს და ორი პირის გარდა ყველა მძევალს გაათავისუფლებს.

"იგივე მდგომარეობაა, უნდა ფული და დაიტოვებს 2 გოგოს და დანარჩენს გამოუშვებს, არ გაუკეთებია "კალიცო", $1.5 მილიონზე ჩამოვიდა". - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

თავდაპირველად, ბანკში შეჭრილიპირი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვდა. ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა ეს მოთხოვნები ბანკში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს გააჟღერებინა, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი.

ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ბანკში 12 მძევალი ჰყავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები