ნარკოდანაშაული

შსს: დავაკავეთ უცხოელი ქალი, რომელმაც 11 კგ მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან შემოიტანა (VIDEO)

სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

კომენტარები