უნგრეთი

უნგრეთი პირობას დებს, რომ EU-ს დაფინანსების შესანარჩუნებლად ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

უნგრეთის განვითარების მინისტრის, ტიბორ ნავრაჩიჩის თქმით, უნგრეთი პირობას დებს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად, ევროკომისიის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

ნავრაჩიჩი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკეკებზეა პასუხისმგებელი, იმედოვნებს, რომ უნგრეთის მიერ ევროკომისიის დასარწმუნებლად მიღებული ზომები და გარანტიები საკმარისი იქნება EU-ს დაფინანსების შეზღუდვის შესაჩერებლად. 

დღეს, 18 სექტემბერს ევროკომისიამ უნგრეთისთვის დაახლოებით 7.5 მილიარდის ღირებულების დაფინანსების შეჩერების რეკომენდაცია გასცა. ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ მზარდ კორუფციასა და კანონის უზენაესობის რღვევას ასახელებენ.

ევროკავშირმა ახალი ფინანსური სანქცია 2 წლის წინ, 27-ქვეყნიან ბლოკში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად შემოიღო. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი თავის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ სანქციას უნგრეთის წინააღმდეგ დააწესებს.

მანამდე, 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა 433 ხმით 123-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც პარლამენტი უნგრეთში იმ ღირებულებათა რღვევის გამო, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული, ქვეყნისთვის დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის რეკომენდაციას უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მოსაწყენი ხუმრობა უწოდა

კომენტარები