თავდასხმა

დიდ ბრიტანეთში სამი წლის ბავშვზე მჟავით თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

SWNS.COM

დიდ ბრიტანეთში სამი წლის ბავშვზე მჟავით თავდასხმაში ეჭვიტანილები დააკავეს.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 22, 25 და 26 წლის მამაკაცები არიან.
მათ ქიმიური მჟავის გამოყენებით სამი წლის ბავშვს სახისა და ზედა კიდურების მძიმე დამწვრობა მიაყენეს. შემთხვევა ბრიტანეთის ქალაქ უორსესტერში მოხდა.

მცირეწლოვანი საავადმყოფოდან გაწერეს. მძიმე დაზიანებების გამო, იგი მკურნალობას სახლში აგრძელებს.

ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში ქიმიური ნივთიერებებით თავდასხმები გახშირდა, ამის გამო ხელისუფლებამ კოროზიულ ნივთიერებებზე კონტროლი გაამკაცრა.

მცირეწლოვან ბავშვზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები