ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.4 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.26 თეთრით. 16 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8261 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8204 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ღირებულება 2.88 ლარია. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.845 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

წინა კვირის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს ჩამოცდა - €1-ს ღირებულება $0.9881 იყო, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები