NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა, 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს

Shutterstock

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. 

ასევე, კვლევის თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს, ან ისე დატოვოს, როგორც არის. კერძოდ, საზოგადოების 30% თვლის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეიზღუდოს, ხოლო 28%-ის აზრით, არ უნდა შეიცვალოს. 

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები