NDI-ის კვლევა

NDI: 47% მიიჩნევს, რომ ოცნება ხალხის ინტერესებით არ მოქმედებს, 61% იმავეს ფიქრობს ოპოზიციაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

კომენტარები