რუსეთ-უკრაინის ომი

NDI: მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ომი რუსეთის ბრალია

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ბრალია. კერძოდ, ასე 58% თვლის, 18% კონკრეტულად ვლადიმირ პუტინს ასახელებს, 15% თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ს ბრალია, 11% უკრაინას ასახელებს. 

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები