რუსეთი-ჩინეთი

პუტინმა სი ძინფინგს უკრაინის მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გამო მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს. რუსეთი, 2018 წლის 11 სექტემბერი 
Sergei Bobylev/TASS Host Photo Agency/Pool via REUTERS/File Photo

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერს, სი ძიფინგს უკრაინის კრიზის მიმართ "დაბალანსებული" მიდგომის გამო მადლობა გადაუხადა და, პარალელურად გააკრიტიკა ვაშინგტონის "მახინჯი პოლიტიკა". 

"ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. გვესმის თქვენი კითხვები და შეშფოთებები ამ კუთხით. დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად შემოგთავაზებთ დეტალურ განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ადრე უკვე ვისაუბრეთ", - თქვა პუტინმა. 

პეკინი  შეშფოთებულია ნავთობის ფასებისა და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, რომელიც უკრაინაში პუტინის აგრესიის გავლენითაა გამოწვეული.

მხარეები უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე იმყოფებიან. ორგანიზაცია 2001 წელს, როგორც რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის გამაერთიანებელი ორგანო, დაარსდა. ის 2018 წელს გაფართოვდა და ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდა.

შეხვედრის შემდეგ ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ არის უკრაინა, მაგრამ სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ რუსეთის "ძირითად ინტერესებს ძლიერ მხარდაჭერას  უცხადებს".  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვისა და პეკინის საერთაშორისო სიტუაციის შეფასებები "სრულიად ემთხვევა. ჩვენ არანაირი განსხვავება არ გვაქვს". 

მან დასძინა, რომ ორივე ქვეყანა "გააგრძელებს ქმედებების კოორდინაციას, მათ შორის გაეროს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე".

პეკინს ამ დრომდე არ უწოდებია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთვის "შეჭრა". მას შემდეგ, რაც პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს ომის დაწყებიდან პირველად შეხვდნენ, ჩინეთმა განმარტა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში არ არსებობს "ლიმიტები" და "აკრძალული სფეროები", თუმცა უკრაინასთან ომი არ უხსენებია. ჩინეთის მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა შეაფასა, როგორც "მეგობრობა საზღვრების გარეშე". 

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან ერთად, სამიტი ტარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების ფონზე, ასევე, განიხილება ჩინეთის დაძაბულობა ვაშინგტონთან, ევროპასთან, იაპონიასა და ინდოეთთან, ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და ტაივანის შესახებ დავის გამო. 

შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსეთი იძულებული გახდა გაეყვანა თავისი ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ტერიტორიებიდან გასულ კვირას უკრაინის სწრაფი კონტრშეტევის შედეგად. უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე კონტროლის აღდგენა წარმოადგენდა მოსკოვის ყველაზე დიდ წარუმატებლობას მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში მის ძალებს მოუწიათ უკან დახევა დედაქალაქიდან. 

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

ივლისშ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ტონი ბლერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომი გვიჩვენებს, რომ დასავლეთის დომინირება დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი, რუსეთთან პარტნიორობით ჩინეთი ძლიერდება. 

კომენტარები