რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა, რის შედეგადაც, უკრაინას $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა.

პენტაგონმა დააზუსტა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიის განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა, 105 და 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.

უწყებაში განაცხადეს, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამხედროების მომზადებასაც მოიცავს.

კომენტარები