ირანი-რუსეთი

ირანი ჩინეთისა და რუსეთის დაფუძნებულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდება

უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი ირანის კოლეგას ებრაჰიმ რაისს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციებისგან თავის დასაღწევად, ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდება, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ ირანმა ვალდებულებების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

"დოკუმენტზე ხელის მოწერით ირანი ეკონომიკური, კომერციული, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა". - წერს ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი.

ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის გამაერთიანებელი ორგანი, 2018 წელს გაფართოვდა და ინდოეთი და პაკისტანი მოიცვა.

კომენტარები