ნიკა მელია

მელია კობახიძეზე: რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ შედარებას

მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას. კობახიძე მტრის მსახურებამ ისე დააბრმავა, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში, უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა, რომ გაიგოს. მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. კობახიძე ამ განცხადებით ქართული ოცნების ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა.

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. "როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს" - თქვა ირაკლი კობახიძემ. ასევე, კობახიძის განცხადებით, თეორიულად, საქართველოს ომი ცხინვალსა და აფხაზეთში რომ მოუწიოს, ეს რუსული საოკუპაციო ძალების გარდა, აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ძმათა მკვლელი ომი იქნება.

კომენტარები