ლარის კურსი

ლარი ევროსთან 5.5 თეთრით გამყარდა, დოლართან – 0.8 თეთრით

ლარი დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 5.45 თეთრით. 14 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8299 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8327 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარია, ერთი ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის და ევროს შეძენა 2.84 თეთრად შეგიძლიათ.

წინა კვირის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს ჩამოცდა - €1-ს ღირებულება $0.9881 იყო, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო დღეებში ევროს ღირებულებამ მოიმატა.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები